შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! დაგვიკავშირდით 551-83-01-01.                    საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

საიტით სარგებლობის წესები

 

ტექსტში არსებული შემოკლებები:    

  • „საიტი“  - საიტის ადმინისტრაცია, შპს „მადლი“.
  • "შემკვეთი" - ფიზიკური პირი ან საიტზე დარეგისტრირებული ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელც აკეთებს შეკვეთას სამედიცინო მომსახურებაზე.
  • "შემსრულებელი" - შპს "მადლის" სამედიცინო პერსონალი ან პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება.

 

გაფრთხილება! გაფრთხილება! გაფრთხილება!

  • სამედიცინო ვიდეო და დისტანციური კონსულტაცია არ ცვლის ექიმთან უშუალო ვიზიტს, გასინჯვას.
  • პირველადი დისტანციური კონსულტაცია - პირველი დისტანციური კონსულტაცია კონკრეტულ ექიმთან 30 დღეში ერთხელ.
  • მეორადი დისტანციური კონსულტაცია - პირველი დისტანციურის შემდგომი ნებისმიერი დისტანციური კონსულტაცია 30 დღის განმავლობაში.
  • პირველ ეტაპზე ის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
  • გაძლევთ დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებას.
  • მხოლოდ განმეორებით კონსულტაციებზე, როცა კონსულტანტს მიაწვდით შეკვეთის ფორმაზე ატვირთვით თქვენი გამოკვლევების შედეგებს, ის შეძლებს მოგცეთ დანიშნულება.
  • ამ ტიპის კონსულტაციის ხარისხი გაცილებით მატულობს, როცა კონსულტაციისთვის შეკვეთას ახორციელებს ადგილობრივი ექიმი, რომელიც კვალიფიციურად ჩამოაყალიბებს პაციენტის მდგომარეობის შესაფასებელ ტექსტს, კონსულტანტს მიაწოდებს აუცილებელ ინფორმაციას დასკვნების გამოსატანად.

 

საიტით სარგებლობა

საიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ 16  წელზე მეტი ასაკის ბენეფიციარს, რომელიც ეთანხმება საიტით სარგებლობის წესებს.

  • თუ თქვენ დარეგისტრირდებით ჩვენ საიტზე bisamo.ge, ეს იქნება თქვენი მხრიდან დასტური იმაზე, რომ თქვენი ასაკი 16 წელზე მეტია და პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშიდან (გვერდიდან) გაკეთებულ ნებისმიერ აქტივობაზე.
  • 16 წელზე ნაკლები ასაკის პირებს რეგისტრაცია გაუუქმდებათ.

 

რეგისტრაცია / ავტორიზაცია

სამედიცინო მომსახურების შეკვეთისთვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია.

  • რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია დააფიქსიროს მისი რეალური საიდენტიფიკაციო მონაცემები.
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია „საიტზე“ მისი კუთვნილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით შესრულებული ნებისმიერ აქტივობაზე.
  • ავტორიზაციისთვის საჭირო პაროლის დაკარგვის შემთხვევაში შესაბამისი ბმულის გააქტიურებით პაროლი ავტომატურად გაეგზავნება მომხმარებელს მის მიერ დაფიქსირებულ ელ-ფოსტაზე (წერილი შესაძლოა აღმოჩნდეს "სპამის" საქაღალდეში).
  • მომხმარებელს პაროლის და ცვლადი მონაცემების შეცვლა შეუძლია პირადი გვერდის მენიუში - „ჩემი პარამეტრები“.
  • ავტორიზაციისას მომხმარებელმა ჩამოსაშლელ მენიუში უნდა აირჩიოს წარწერა:         „შესვლა საიტის მომხმარებლებისთვის“.
  • ავტორიზაციის დანარჩენი ველები განკუთვნილია მომსახურების მომწოდებელი და მიმღები ორგანიზაციებისთვის - ისინი ავტორიზაციას გადიან „საიტის“ მიერ მინიჭებული კოდების საშუალებით.
  • ყალბი მონაცემებით შესრულებული რეგისტრაცია გაუქმდება.

 

სამედიცინო მომსახურების შეკვეთა

  • მომსახურების შეკვეთა ხორციელდება მთავარი გვერდის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ღილაკების საშუალებით, რომლებზეც მითითებულია შესაბამისი სერვისის დასახელება.
  • საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს შეასრულოს შეკვეთა ნებისმიერი ბენეფიციარისთვის.
  • შეკვეთის ფორმაში არსებული ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
    • განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საიდენტიფიკაციო მონაცემების ზუსტად მითითება.
    • ზოგიერთი მონაცემის არცოდნის შემთხვევაში მიუთითეთ სიტყვა "არა".
  • „საიტი“ უფლებას იტოვებს გააუქმოს არასწორად და არაკორექტულად შევსებული შეკვეთა.
  • შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო რჩევები მოცემულია ყველა გვერდზე მარცხენა პანელში.
  • შეკვეთა დასრულებულად ითვლება თანხის გადახდის პროცედურით.

 

მომსახურების საფასურის გადახდა

  • მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება შეკვეთის ფორმის შევსების ბოლოს VISA   და   MASTERCARD -ის ელექტრონული ბარათების საშუალებით.
  • თანხა გადახდილად ითვლება, მაშინ, როცა ბანკის გვერდზე გადახდის ღილაკის გააქტიურების შემდეგ ეკრანზე გამოიტანს წარწერას: ტრანზაქცია დასრულდა წარმატებით და შეკვეთის ფორმა აისახება თქვენს პირად გვერდზე მწვანე ფერით.
  • გადახდის პროცედურის დამთავრების შემდეგ, არჩეული მომსახურებისათვის განკუთვნილი თანხა იბლოკება თქვენს ბარათზე  და ჩამოგეჭრებათ მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ.
  • თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრის ან დაბრუნების შეტყობინება აისახება თქვენივე შეკვეთაში, პირად გვერდზე, მომსახურების შესრულების ან არშესრულების შემდეგ.

 

თანხის დაბრუნება:

* საიტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ bisamo.ge - ზე გადახდილ თანხებზე.

 

ბინაზე მომსახურება, ლაბორატორია, ტრანსპორტირება:

  • გაუქმდა შემკვეთის მიერ ან არ შესრულდა მისი მიზეზით - თანხა არ ბრუნდება.
  • გაუქმდა ან ვერ შესრულდა  შემსრულებლის მიზეზით - თანხა ბრუნდება სრულად 3 საბანკო დღის განმავლობაში.
  • შესრულდა  არასრულად შემკვეთის მიზეზით -  თანხა არ ბრუნდება.
  • შესრულდა  არასრულად შემსრულებლის მიზეზით - თანხა ბრუნდება შესრულებული სამუშაოს საფასურის გამოკლებით.
  • შემსრულებლის ადგილზე გამოცხადება +- 30 წთ. შეკვეთის გაუქმების მიზეზად არ მიიღება.
  •  შემსრულებლის 30 წთ-ზე მეტი დროით დაგვიანება სრულ უფლებას გაძლევთ გააუქმოთ შეკვეთა - კონტაქტის გვერდიდან გამოგზავნეთ შეტყობინება შეკვეთის გაუქმების მიზეზების შესახებ შეკვეთაზე დაფიქსირებული შესრულების დროიდან მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში - თქვენი ბარათიდან აღარ ჩამოიჭრება დაბლოკილი თანხა.

 

ვიდეო  და დისტანციური კონსულტაცია:

  • არ შედგა შემკვეთის მიზეზით - ტექნიკური გაუმართაობა, გადაიფიქრა, დაავიწყდა ჩაწერის დრო, შეცდომით მითითებული Skype - სახელი, ლოკალური ფორს-მაჟორული სიტუაცია და მსგავსი - თანხა არ ბრუნდება.    წინასწარი სატელეფონო შეთანხმებით შესაძლებელია კონსულტაციის გადატანა (ნომერი მითითებულია კონტაქტის გვერდზე).
  • არ შედგა შემსრულებლის მიზეზით  - ბრუნდება სრულად 3 საბანკო დღის განმავლობაში.

 

კლინიკებში ჩაწერა

  • კლინიკაში დანიშნულ დროზე 5 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში, ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს  შეკვეთა, მაგრამ ვალდებულია შემოგთავაზოთ იგივე მომსახურების ალტერნატიული დრო მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში (რეკომენდირებულია კლინიკაში გამოცხადება 20 წუთით ადრე რეგისტრაციისათვის).
  • ფასდაკლებით ჩაწერის ვაუჩერის თანხა შემკვეთს უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა:
    •  კლინიკას არ შეუძლია თქვენთვის მომსახურების მოწოდება ვაუჩერში მითითებულ დროს და თქვენ არ გაწყობთ შემოთავაზებული ალტერნატიული დრო მომსახურებისთვის.
    • თანხის დაბრუნების აუცილებელი პირობაა:  კონტაქტის გვერდიდან გამოგზავნეთ შეტყობინება შეკვეთის გაუქმების მიზეზების შესახებ შეკვეთაზე დაფიქსირებული შესრულების დროიდან მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში - თქვენი ბარათიდან აღარ ჩამოიჭრება დაბლოკილი თანხა.
  • ნებისმიერ შემთხვევაში მომსახურების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც მოხდა ჩაწერა (ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება).

 

კონფიდენციალურობა

  • თქვენს მიერ საიტზე BISAMO.GE დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი მესამე პირისთვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სამედიცინო პასუხისმგებლობა

 

ვიდეო / დისტანციური კონსულტაცია / ბინაზე მომსახურება

  • ნებისმიერ შეცდომაზე, გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების შემსრულებელ პირს (სპეციალისტს) - განსაზღვრულია ხელშეკრულებით.

 

ლაბორატორია, კლინიკაში ჩაწერა, ტრანსპორტირება

  • ნებისმიერ შეცდომაზე, გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე, მომსახურების ხარისხსა და კვალიფიკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების შემსრულებელ ორგანიზაციას - განსაზღვრულია ხელშეკრულებით.

 

მომსახურებისთვის თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როცა თქვენ შეკვეთის ფორმაში დაადასტურებთ ღილაკის  მონიშვნით, რომ გაეცანით მომსახურებისა და გადახდის  ზემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მას.

 

 

შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით