
ისარგებლეთ www.bisamo.ge -ს სამედიცინო ელექტრონული სერვისით სახლიდან გაუსვლელად!
არდი სამედიცინო პორტალის www.bisamo.ge-ს პარტნიორია!
გაფორმდა ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანია არდისა და სამედიცინო პორტალ www.bisamo.ge-ს შორის, რომლის ფარგლებში არდის დაზღვეულები ისარგებლებენ მხოლოდ მათთვის დაშვებული 10%-იანი ფასდაკლებით ბინაზე სამედიცინო მომსახურებასა და ვიდეო/დისტანციურ კონსულტაციებზე. ასევე შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ლაბორატორიული კვლევები ბინაზე და ფასდაკლების ვაუჩერული სისტემა კლინიკებში ჩაწერასა და პაციენტის ტრანსპორტირების სერვისებში.
გარდა ამისა, სამედიცინო პორტალის მიერ დაზღვეულთა მომსახურების ანაზღაურებას უზრუნველყოფს არდი შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის (შეკვეთის ფორმა საიტზე) წარმოდგენის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული მომსახურება შედის მის სადაზღვევო პირობებში.
მომსახურების მისაღებად არდის დაზღვეულებმა საჭიროა:
· გაიარონ რეგისტრაცია ვებ გვერდზე www.bisamo.ge
· დარეკონ არდის ცხელ ხაზზე (+995 32) 2 101010 და ითხოვონ საიდენტიფიკაციო მონაცემების დადასტურება bisamo.ge-ზე.
არდის მომხმარებელთა მაქსიმალური კომფორტი ჩვენი მუდმივი საზრუნავია!
გისურვებთ ჯანმრთელობას!