ქუ ცხელების ბაქტერია (ყვითელი) დაინფიცირებულ უჯრედში
Robert Heinzen, Elizabeth Fischer and Anita Mora, National Institute of Allergy and Infectious Diseases, National Institutes of Health
ქუ ცხელების ბაქტერია (ყვითელი), რომელიც აავადებს ძროხებს, ცხვრებს, თხებს მთელს დედამიწაზე და ასევე შეუძლია დააინფიციროს ადამიანებიც. ადრეულ სტადიაზე ქუ ცხელება შესაძლებელია განიკურნოს ანტიბიოტიკების საშუალებით. ადამიანთა მცირე ნაწილს შეიძლება განუვითარდეს უფრო მძიმე, დაავადების ქრონიკული ფორმები.
ტრაქეის ამომფენი უჯრედები, გადაღებულია ZEISS ORION NanoFab მიკროსკოპით
Eva Mutunga and Kate Klein, University of the District of Columbia and National Institute of Standards and Technology
10 000-ჯერ გადიდებული მოზარდი თაგვის სასუნთქი გზების ამომფენი უჯრედების ერთობლიობა. ეს უჯრედების ერთობლიობა, ცნობილი, როგორც მუკოცილიარული ესკალატორი, ასევე აღმოჩენილია ადამიანის ორგანიზმში. ეს არის ჩვენი ორგანიზმის დაცვის პირველი ხაზი შესუნთქული ბაქტერიების, ალერგენების, სიბინძურისა და მტვრისგან. ამ სისტემაში გაჩენილმა ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ფილტვის ინფექციები და დაავადებები, ისეთები, როგორიცაა ასთმა და ფილტვების ქრ. ობსტრუქციული დაავადება. ნაცრისფერი უჯრედები გამოყოფენ ლორწოს, რომელიც იჭერს უცხო ნაწილაკებს. ფერადი უჯრედები კი გამოდევნიან ამ ლორწოს ფილტვებიდან.
შებრუნებითი ტიფის ბაქტერია (ნაცრისფერი) სისხლის წითელ უჯრედებზე
Tom Schwan, Robert Fischer and Anita Mora, National Institute of Allergy and Infectious Diseases, National Institutes of Health
- გრძელი, სპირალისებრი ბაქტერია (სურათზე ნაცრისფრადაა შეფერილი), იწვევს შებრუნებით ტიფს. დაავადება ხასიათდება განმეორებითი მაღალი ცხელებით, კუნთების ტკივილით და გულისრევით. დაავადების რეციდივული მიმდინარეობა შედეგია ბაქტერიის გარე ზედაპირის მოლეკულების ცვლილების უნარისა, რაც მას საშუალებას აძლევს დაუძვრეს ადამიანის იმუნურ სისტემას. დაავადება გადაეცემა ტკიპის კბენის შემდეგ (არა იმ სახეობის, რომელსაც გადააქვს ლაიმის დაავადება) და გვხვდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ხმელთაშუა ზღვის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის ზოგიერთ რეგიონებში.
ადამიანის ღვიძლის უჯრედი (ჰეპატოციტი)
Donna Beer Stolz, University of Pittsburgh
- ჰეპატოციტები წარმოადგენენ ადამიანის ღვიძლში ყველაზე მეტად გავრცელებულ უჯრედების ტიპს. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცილების შექმნისას, ნაღვლის წარმოქმნის დროს, რომელიც ეხმარება ცხიმების მონელებას და მოლეკულების ქიმიურ გადამუშავებას, ასევე ორგანიზმში მოხვედრილ ისეთი ნივთიერებების, როგორიცაა წამლები და ალკოჰოლი.
ადამიანის სისხლის წითელი უჯრედები, T-უჯრედები (ნარინჯისფერი) და თრომბოციტები (მწვანე)
Copyright Dennis Kunkel Microscopy, Inc.
- კარგად თუ დავაკვირდებით სურათს, დავინახავთ, რომ ჩვენი სისხლის თითქმის ნახევარი შედგება წითელი სხეულაკებისაგან. ამ რომბისებურ უჯრედებს აქვთ ჟანგბადის ქსოვილებთან მიტანის მნიშვნელოვანი ფუნქცია. T - უჯრედები წარმოადგენენ იმუნური სისტემის განუყოფელ ნაწილს. თრომბოციტები, სისხლის ყველაზე პატარა უჯრედები ერთიანდებიან გროვებად და მონაწილეობენ სისხლდენის შეჩერებაში.
ალცჰეიმერის დაავადების ნიშნები (ცისფერი წერტილები)
Alvin Gogineni, Genentech
- სისხლძარღვებისა (წითელი) და ნერვული უჯრედების (მწვანე) გარდა ამ სურათზე (თაგვის ტვინი) კარგად ჩანს ანომალური ცილოვანი გროვები, ე.წ. "ბალთები". სწორედ ასეთი ბალთები მრავლდება იმ პაციენტთა ტვინის ქსოვილში, რომლებსაც აქვთ ალცჰეიმერის დაავადება და დაკავშირებულია მეხსიერების გაუარესებასთან. რადგან თაგვებს გააჩნიათ თითქმის ადამიანის იდენტური გენომი, ამიტომ მათ იყენებენ იმ გენეტიკური და ეკოლოგიური ფაქტორების შესასწავლად, რომლებიც იწვევენ ამ დაავადებას. ექსპერიმენტული მკურნალობის კვლევებისთვის ასევე იყენებდნენ თაგვებს, რათა დაედგინათ მკურნალობის შესაძლო საუკეთესო მეთოდები დაავადებული ადამიანებისთვის.
პურკინიეს უჯრედები (წითელი), წარმოადგენენ თავის ტვინის ძირითადი უჯრედების ტიპს
Yinghua Ma and Timothy Vartanian, Cornell University, Ithaca, N.Y.
პურკინიეს უჯრედები, ერთერთი ძირითადი ნერვული უჯრედების ტიპი, რომლებიც აღმოჩენილია თავის ტვინში. მათ გააჩნიათ რთული დატოტვილი სტრუქტურა (დენდრიტები), რომლებიც სხვა ნერვული უჯრედებიდან იღებენ სიგნალებს.
ციმბირის წყლულის ბაქტერია (მწვანე)
Camenzind G. Robinson, Sarah Guilman and Arthur Friedlander, United States Army Medical Research Institute of Infectious Diseases
ციმბირის წყლულის რამდენიმე ბაქტერია (მწვანე) შეპყრობილია იმუნური სისტემის უჯრედის მიერ (იისფერი). ეს ბაქტერიები ცხოვრობენ ნიადაგში და ქმნიან სპორებს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. როდესაც ცხოველები იკვებებიან ან შეისუნთქავენ ამ სპორებს, ბაქტერიები აქტიურდებიან და სწრაფად მრავლდებიან. ამჟამად დაავადება იშვიათია ეფექტური და ფართოდ გამოყენებული ვაქცინაციის გამო, როგორც შინაურ ცხოველებში, ისე ადამიანებში.
სისხლძარღვთა კედლების ამომფენი უჯრედები
Christopher V. Carman and Roberta Martinelli, Harvard Medical School, Boston, Mass.
აქ ჩანს ენდოთელიუმის სტრუქტურა, უჯრედების თხელი ფენა, რომლითაც ამოფენილია ჩვენი არტერიები და ვენები. ენდოთელიუმი, როგორც კარისკაცი, აკონტროლებს ნივთიერებათა მოძრაობას სისხლიდან ორგანიზმში და პირიქით. ენდოთელური უჯრედები მყარად არის დაკავშირებული ერთმანეთთან სპეციალიზირებული ცილებით, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც ძლიერი თოკები (წითელი) და როგორც ცემენტი (ლურჯი).
ქრომოსომები (ლურჯი) ჩამწკრივებულია უჯრედის გასაყოფად
Jane Stout, Indiana University, 2012 GE Healthcare Cell Imaging Competition winner
ეს უჯრედი ემზადება გასაყოფად. თითოეული ქრომოსომის ორი ასლი (ლურჯი) ჩალაგებულია პირისპირ უჯრედის ცენტრში. შემდეგ ცილოვანი ძაფები (წითელი) დააშორებენ წყვილ ქრომოსომებს და გადაიტანენ უჯრედის ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს. უჯრედი გაიყოფა, რათა წარმოიქმნას ორი შვილობილი უჯრედი, და თითოეული მათგანი ქრომოსომების ერთი სრული ნაკრებით.
თვალის ნერვული უჯრედები
Wei Li, National Eye Institute, National Institutes of Health
ამ გამოსახულებაზე კარგად ჩანს ბადურის ნერვული უჯრედების მრავალი შრე. ზედა (მწვანე) შრე შედგება ფოტორეცეპტორებისგან, რომლებიც სინათლეს გარდაქმნიან ელექტრულ სიგნალებად, რომლებიც გადაეცემა თავის ტვინში. ორი ყველაზე ცნობილი ფოტორეცეპტორებია "ჩხირები" და "კოლბები". "ჩხირები" გვეხმარება დავინახოთ საგნები სუსტი განათებისას, მაგრამ ვერ არჩევს ფერებს. "კოლბები" კარგად ვერ ფუნქციონირებენ სიბნელეში, მაგრამ საშუალებას გვაძლევენ აღვიქვათ მკვეთრი ფერები დღის განათებისას.
ფიბრობლასტები
Dylan Burnette and Jennifer Lippincott-Schwartz, Eunice Kennedy Shriver National Institute of Child Health
and Human Development, National Institutes of Health
წარმოდგენილი უჯრედები ფიბრობლასტებია, ძუძუმწოვართა შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. სწორედ ეს უჯრედები აიღეს მეცნიერებმა მიკროსკოპიის ახალი მეთოდიკის შესამოწმებლად, რომელიც გვთავაზობს უჯრედის მკაფიო შიდა ხედებს - დნმ ბირთვში (ცისფერი), მიტოქონდრიები (მწვანე) და უჯრედული ჩონჩხი (წითელი).