ლაქები ფრჩხილებზე
ფრჩხილებზე ლაქების გაჩენის მიზეზები:
ფრჩხილის ფირფიტებზე ლაქების გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი. ამიტომაცაა, რომ ლაქები უფრო მეტად თავს იჩენს ბავშვობის ასაკში, როცა ნივთიერებათა ცვლა ბავშვის ორგანიზმში არასტაბილურია.
ამავე მიზეზით უჩნდებათ ლაქები ფეხმძიმე და ნამშობიარებ ქალებს. თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს კალციუმის, თუთიისა და რკინის როგორც ნაკლებობა, ასევე მათი სიჭარბე.
ლაქები ფრჩხილებზე შეიძლება გამოიწვიოს ასევე:
- საკვებში ცილების ნაკლებობამ
- თირკმლების დისფუნქციამ - უმეტესად ქრონიკული თირკმლების უკმარისობა.
- ფილტვების დაავადებამ;
- ჰორმონალურმა დისბალანსმა;
- სისხლში შაქრის სიჭარბემ ან დატვირთულმა ნახშირწყლოვანმა ცვლამ;
ერთ ან ორ ფრჩხილზე თეთრი ლაქების გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებთან და ემოციურ სტრესთან.
ვერტიკალური ზოლები ფრჩხილებზე
ზოლები შესაძლებელია იყოს ერთეული ან მრავლობითი - ფარავდეს მთელ ზედაპირს; განლაგებულია უპირატესად ფრჩხილის ცენტრალურ ნაწილში. მკვეთრად გამოხატული ზოლები მიანიშნებენ პანკრეასის ან ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევაზე ან მნიშვნელოვან სტრესზე, ვიტამინ A -ს ნაკლებობაზე.
ვერტიკალური ზოლები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა დარღვეულია პერიფერიული სისხლის მიმოქცევა, დაზიანებულია მატრიცა, ფრჩხილის ბუდე, ასევე წითელი ბრტყელი ლიქენის, პოდაგრის, ფსორიაზის, ქრონიკული რევმატოიდული ართრიტის და სხვა ქრ. დაავადებებისას.
ზოლები შეიძლება გაჩნდეს ხანგრძლივი და მძიმე დაავადებების შემდეგ, რომლებიც განკურნების შემდეგ თავისით ქრება. ზოლები ასევე შესაძლებელია გაუჩნდეს ჯანმრთელ პირებსაც ხანდაზმულ ასაკში.
ბო - ს ღარი
განსაკუთებით აღსანიშნავია ე.წ. "ბო"-ს ღარი, რომელიც კვეთს ფრჩხილს გარდიგარდმო რკალის სახით. ვლინდება ისეთ (მძიმედ მიმდინარე) ინფექციური დაავადებების ფონზე, როგორიცაა: გრიპი, ჩუტყვავილა, პნევმონია, ყივანახველა, წითელა და სხვა ბავშვთა ინფექციები; შესაძლოა გამოვლინდეს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ღარის სიღრმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა დრო გავიდა გადატანილი ინფექციიდან იმის გათვალისწინებით, რომ ფრჩხილის სრულ გაზრდას საშუალოდ 3,5 თვე სჭირდება.
მყიფე და მსხვრევადი ფრჩხილები მიგვანიშნებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების დარღვევაზე.
ფრიდრეიხის ტერფი
ტერფის დეფორმაცია - მისი დამოკლებით, ზედმეტად მაღალი თაღით და თითების არასწორი განლაგებით (ძირითადი ფალანგები გაშლილია, საფრჩხილე - მოხრილი); ძირითადად ვლინდება ფრიდრეიხის მემკვიდრეობითი ატაქსიის დროს.
ლაიელის სინდრომი
(ეპიდერმული ტოქსიური ნეკროლიზი)
- ალერგიული დერმატოზი - მედიკამენტოზური ბუნების, ხასიათდება კანის ზედაპირული ფენების, ლორწოვანი გარსების სწრაფი ნეკროზითა და ბუშტუკების წარმოქმნით, რომლებიც მალევე იხსნება. მიმდინარეობს მძიმე ზოგადი ინტოქსიკაციით. ერთადერთ ეფექტურ მკურნალობას წარმოადგენს კორტიკოსტეროიდების შეყვანა (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და ა.შ.).
რინოფიმა
ცხვირის კანის ქრონიკული დაავადება. ხასიათდება მისი ყველა ელემენტის ჰიპერტროფიით, გადიდებით და დამახინჯებით. ძირითადად უვითარდებათ 40-50 წლის მამაკაცებს. ეტიოლოგია არ არის დადგენილი.