შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! დაგვიკავშირდით 551-83-01-01.                    საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

 

ჩვენი კლინიკა 

ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი ‘თერაპიის სახლი’ უკვე 25 წელია ემსახურება პაციენტებს ამბულატორულად და ბინაზე. პაციენტის მკურნალობა ეფუძნება ჰოლისტიკურ მიდგომას, რაც გულისხმობს დაავადების კომპლექსურად დიაგნოსტირებას და  მკურნალობას. თითოეული პაციენტი განიხილება როგორც ინდივიდუალური, უნიკალური პიროვნება და ამიტომ დიაგნოსტიკის დროს  გაითვალისწინება როგორც დაავადების ფიზიკური,ასევე  პაციენტის ემოციური და ფსიქიკური ფაქტორები - ბიოგრაფიასთან კავშირში. „თერაპიის სახლში“ დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია ეფუძნება ანთროპოსოფიულ მედიცინის ცოდნას, რომელიც ხორციელდება გერმანიასა და შვეიცარიაში გადამზადებული ექიმების მიერ, რომელთაც გარდა კლასიკური სამედიცინო განათლებისა, აქვთ თეორიულ-პრაქტიკული გამოცდილება ადამიანთმცოდნეობაზე დაყრდნობილ მედიცინაში.

 “თერაპიის სახლში” ხორციელდება როგორც პირველადი დიაგნოსტიკა, ისე უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში  ხდება  პროცესში კოლეგა - სპეციალისტების ჩართვა(მათ შორის ევროპელი კოლეგების). მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, თვითგანკურნების ძალების გააქტიურებისთვის, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს (Weleda, Wala, ადილგობრივი წარმოების პრეპარატები), მკურნალობაში გამოიყენება აგრეთვე მრავალფეროვანი უნიკალური სარეაბილიტაციო თერაპიები (ხელოვნებითი თერაპია, მოძრაობის თერაპია - ევრითმია, რიტმული მასაჟი, სამკურნალო აბაზანები და სხვა გარეგანი საშუალებები). პაციენტი და მისი უახლესი გარემო აქტიურად არის ჩართული ჯანმრთელობის აღდგენის და შენარჩუნების პროცესში.

ინტეგრაციულ მედიცინას და ჰოლისტიკურ მიდგომას 21-ე საუკუნის მკურნალობის მეთოდად მიიჩნევენ და ის სულ უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ამის დასტური არის ჯერ კიდევ 2000 წელს Harvard-ის სამედიცინო სკოლის მიერ ჩამოყალიბებული ინტეგრაციული მედიცინის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდის შედეგების სამეცნიერო აღიარებასა და მის პოპულარიზაციაზე. 2013 წლიდან ამ მეთოდზე სწრაფად მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა ამერიკის და ევროპის, როგორც წამყვან კლინიკებში (მაგ. Cleveland Clinic, Mayo Clinic, Johns Hopkins Medicine, Havelhohe, Gemeinschaftskrankenhaus-Herdecke და ა.შ.) ინტეგრაციული მედიცინის მიმართულებების განვითარება, ისე ცალკე არსებული ცენტრების (მაგ. Osher Center for Integrative Medicine, UC San Diego და ა.შ.) ჩამოყალიბება. ასევე, აღიარებულია, რომ ინტეგრაციული მედიცინა უალტერნატივოა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაგეგმავასა და ავადმყოფობის პრევენციის ეტაპზე. 

 ანთროპოსოფიულ მედიცინას 100 წლიანი გამოცდილება აქვს ევროპაში. „თერაპიის სახლი” 1991 წლიდან, დაარსების დღიდან ეყრდნობა ამ მეთოდს და გამოირჩევა პაციენტების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველი დამოკიდებულებით და გულწრფელი თანადგომით, როგორც დაავადების პრევენციის, ისე მკურნალობის დროს და აგრეთვე შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში. 

 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექიმთან პირველადი კონსულტაციის პერიოდი გრძელდება დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც ხორციელდება ექიმის მიერ პაციენტის პრობლემის  სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი პროფესიული კონსულტაცია. სწორედ ამ ეტაპზე, ექიმი პაციენტთან ურთიერთობის პროცესში, გამოკვეთს  ყველა იმ ძირითად ბიოგრაფიულ საკითხს, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს  პაციენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

 ინტეგრირებული მიდგომა არის აზროვნების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთდაკავშირებული ერთობლიობა, რაც პაციენტისთვის ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობას ქმნის.


ჩვენ შესახებ

andriashvili.l vashakid.tamar bughadze.lia bes.vashakidze vashakidze.meri
ლალი ანდრიაშვილი თამარ ვაშაკიძე ლია ბუღაძე ბესიკ ვაშაკიძე მერი ვაშაკიძე
meshvildishvili.nino kanteladze.tamari gazashvili.jenia shubitidze.tamuna joxadze.beqa
ნინო მეშვილდიშვილი თამარ კანთელაძე ჟენია გაზაშვილი თამარ შუბითიძე ბექა ჯოხაძე


ზრუნვა თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე

საქართველოში ანთროპოსოფიული მედიცინის განვითარება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. ტოქსიკური გაზით მოწამლულთა სამკურნალოდ გერმანიიდან ჩამოვიდა ანთროპოსოფოს ექიმთა ჯგუფი. მათ მიერ ჩამოტანილი მედიკამენტების ეფექტურობამ გამოიწვია ფართო საზოგადოებრიობის ინტერესი, შეიქმნა  ამ მეთოდით დაინტერესებულ მედიკოსთა ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა ანთროპოსოფიული მედიცინის შესწავლა და მისი პრაქტიკული განხორციელება საქართველოში.

 1990 წლიდან დაიწყო რეგულარული სემინარიული მუშაობა გერმანელ კოლეგებთან და თანამშრომლობა ევროპის სხვადასხვა კლინიკასთან, რაც  დღემდე გრძელდება.  1991 წლიდან ჰერდეკეს და ოშელბრონის (გერმანია) კლინიკებში ამ ჯგუფის ექიმთა კვალიფიკაციის გავლის, ფარმაცევტის მიერ შვებიშგმუნდში (გერმანია) ფარმაციულ ფირმა ”ველედაში” პრაქტიკის გავლისა და წამლების წარმოების სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ შესაძლებელი გახდა პრაქტიკულ საქმიანობაში პირველი ნაბიჯების გადადგმა.

შპს ”თერაპიის სახლი”-პირველი ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრი საქართველოში, დაარსდა 1991 წლის ივლისში (თავდაპირველად სახელწოდებით  ”ადამიანი და ბუნება”) ანთროპოსოფიული მედიცინით დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფის მიერ- ექიმთა,ფარმაცევტთა, ბოტანიკოსთა და ხელოვანთა შემადგენლობით, საქ.მეცნ. აკად. ბოტანიკის ინსტიტუტის დიღმის ბაზაზე. მაშინ ის ფუნქციონირებდა როგორც მცირე ამბულატორია I ჯგუფის აფთიაქით. 1994 წლიდან ”თერაპიის სახლი" განთავსებულია საკუთარ სამსართულიან შენობაში მისამართზე გურამიშვილის გამზირი N72 (სანზონა),  სადაც დღემდე ხდება სამედიცინო მომსახურება ამბულატორიის, დღის სტაციონარის და ბინის  პირობებში.

 ამბულატორული მომსახურება გულისხმობს ექიმთან კონსულტაციას, დაავადების დიაგნოსტიკას საფუძვლიანი გამოკითხვის, ლაბორატორიულ - ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე და ჰოლისტიკური მიდგომით მკურნალობის პროცესში როგორც მედიკამენტოზური, ისე უნიკალური  სარეაბილიტაციო თერაპიული მეთოდების გამოყენებას.

ელ-ფოსტა:  info@therapiehaus.ge

 http://therapiehaus.ge/

https://www.facebook.com/therapiehaus

 

საზოგადოებრივი (სამედიცინო) კოლეჯი აიპ - „ადამიანი და ბუნება“

უკვე მრავალი წელია თერაპიის სახლის ბაზაზე ფუნქციონირებს სამედიცინო კოლეჯი აიპ-„ადამიანი და ბუნება“.

კოლეჯი გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს:

პრაქტიკოსი ექთანი - მე-5 საფეხური

ექთნის თანაშემწე - მე-3 საფეხური

მასაჟისტი - მე-3 საფეხური

მასაჟისტი - მე-4 საფეხური

 კოლეჯის კურსდამთავრებულების რამდენიმე თაობა მაღალპროფესიონალურად ემსახურება პაციენტებს ამბულატორიულად და ბინაზე.

პირველად საექთნო სწავლების ისტორიაში სტუდენტებს - შესაძლებლობა ეძლევათ სასურველ პროფესიაში მიღებული ცოდნა გაიღრმავონ და პრაქკტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ გერმანიაში, ბად ვიუტემბერგის მხარეში.

აიპ-„ადამიანი და ბუნება“-საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საექთნო მომსახურების დანერგვა, სადაც საექთნო მანიპულაციების შესრულებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის მოვლას. 

 ამ მიზნით კოლეჯისა და დიაკონიის სამსახურის ერთობლივი პროექტის თანახმად სტუდენტებს საშუალება მიეცემათ  სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო ერთწლიან პრაქტიკა გაიარონ გერმანიაში. სტუდენტები პრაქტიკის განმავლობაში უზრუველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და საკვებით.

 პრაქტიკის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს უფლება ექნებათ დასაქმდნენ ბად ვიუტემბერგის მხარის წამყვან კლინიკებში და ხანდაზმულთა სახლებში.

კოლეჯში სწავლების მეთოდები და პროგრამა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და გაცემული სახელმწიფო დიპლომი,  როგორც ქართული, ისე გერმანული მხარის მიერ  თანაბრად იქნება აღიარებული. 

დასაქმდი გერმანიაში ან დაბრუნდი მაღალკვალიფიცურ, მოთხოვნად სპეციალისტად!

ჩვენთან მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება გელით!

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ:  0322 61 01 89

            591 700 246 

 

ელ-ფოსტა: umn@access.sanet.ge

http://www.college.manandnature.ge/

https://www.facebook.com/collegemanandnature/

 



შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით